ირაკლი საღინაძე

ირაკლი საღინაძე

Formula Creative - Founder

“ჩემი ცოლის დაქალები” – კადრს მიღმა

პროდუსერი და სცენარისტი, “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” რეჟისორი და პროდიუსერი. წარსულში მუშაობდა რადიო 105-ში. იყო მულტსერიალ დარდუბალას სცენარისტი. მრავალი ტელე და კინო პროექტის სცენარისტი და პროდუსერი. ასევე მრავალი სარეკლამო და მუსიკალური კლიპის კრეატიული მენეჯერი.

სალომე ბარკერი

სალომე ბარკერი

Formula Creative - Social Media Manager

#ჩცდ

– სად მუშაობ შენა?
– ჩემი ცოლის დაქალები იცით?
– როგორ არ ვიცი კაცო, ვინ არ იცის? და რას აკეთებ მანდა?
– მმ. ეე. ისა. სოციალური მედიის მენეჯერი ვარ.
– აა..
(სიჩუმე)
– საზოგადოებასთან ურთიერთობა მაბარია ანუ. ინტერნეტში.
– აა.. გავიგე, გავიგე..
– აი, აქ გამიჩერეთ, ჩავალ.

ჩვენს შესახებ

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სპეციალურად ემერიტუს ტრეინინგის კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს.

სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას.

დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება Multimedia Education Center-ში (ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა).

მისამართი: ალექსანდრე ჭავჭავაძს 10ა

პარტნიორები