მედეა ტაბატაძე

მედეა ტაბატაძე

Insource - CEO

დასაქმება და კარიერის მართვა

მედეა ტაბატაძე – ბიზნეს კონსულტანტი, ლექტორი. არის ადამიანური რესურსის მართვის საკონსულტაციო კომპანია ინსორსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეხმარება კომპანიებს მენეჯერებისა და აღმასრულებელი მენეჯერების მოძიებასა და ადამიანური რესურსის ეფექტურად მართვაში, ასევე,  პროფესიონალებს კარიერული ცვლილებების განხორციელებაში. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და მართვის აკადემიის ტრენერი.

გეგა ფალავანდიშვილი

გეგა ფალავანდიშვილი

Freelance Marketing Consultant and Trainer

არჩევანის თავისუფლება 

გეგა ფალავანდიშვილი – კონსულტანტი, ტრენერი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსთავი 2-ის მარკეტინგის, პროგრამირებისა და შესყიდვების განყოფილებებს. მუშაობდა ისეთ რეიტინგული და მასშტაბური პროექტებზე, როგორიცაა: „ნიჭიერი“, „ჯეოსტარი“, X ფაქტორი…  იყო პირველი რადიოს პროგრამული დირექტორი და ჯეოსელის მარკეტინგი.

ჩვენს შესახებ:

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სპეციალურად ემერიტუს ტრეინინგის კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს.

სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას.

დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება მედიათეკაში.