სანდრო ასათიანი

სანდრო ასათიანი

GeoLab - Founder, Rector

ტრადიციული vs. სოციალური მედია სანდრო ასათიანი – GeoLab-ის თანადამფუძნებელი და რექტორი. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში. წერს სტატიებს, ის არის ავტორი პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოსი და თანაავტორი წიგნისა “ახალი მედია ჟურნალისტებისათვის”.  განხორციელებული აქვს სხვადსხავა ICT პორექტები.
გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე

Adviser to the president of NBG

რატომ არის ეკონომიკა საინტერესო გიორგი ბაქრაძე – ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯიპას ლექტორი. მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებს თამაშში “რა? სად? როდის?”. ხშირად კითხულობს საჯარო ლექციებს ზოგადად ეკონომიკისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ.

 ჩვენს შესახებ:

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სპეციალურად ემერიტუს ტრეინინგის კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს. სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას. დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება Biblus Gallery-ში (ჭავჭავაძის გამზ. 7).

მისამართი: ჭავჭავაძს გამზ. 7

პარტნიორები: