დავით გოგიჩაიშვილი

დავით გოგიჩაიშვილი

Night Show Studio - CEO

სატელევიზიო ბიზნესის მარკეტინგული ხედვა

დავით გოგიჩაიშვილი – მედიამენეჯერი. არის Night Show-ს სტუდიის დამფუძნებელი და tv11-ის არხის ხელმძღვანელი. ქმნის სატელევიზიო პროექტებს, რომელთა რეიტინგი არამარტო ტელევიზიაში, არამედ ონლაინ არხებშიც აისახება. ცდილობს დანერგოს სიახლეები და ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციას, რაც  ტელევიზიას ინტერნეტ მომხმარებელთან თანხვედრაში მოიყვა

თათია ტურაშვილი

თათია ტურაშვილი

Freelance Management Consultant and Trainer

როცა წინ რთული მიზნებია

თათია ტურაშვილი,  ფსიქოლოგიის დოქტორი, ინდუსტრიული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ბიზნეს ფსიქოლოგიის ტრენერი, მენეჯმენტ კონსულტანტი. კომპანიებს ეხმარება მენეჯმენტის პროცესების დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში, მუშაობს კომპანიის პერსონალთან მოტივაციის, სამუშაო კმაყოფილებისა და ბიზნეს უნარ–ჩვევების გაუმჯობესების საკითხებზე

ნიკოლოზ ბოლქვაძე

ნიკოლოზ ბოლქვაძე

Senior Shark at Socialsharks

Brand Me! – ბრენდინგი სოციალურ ქსელებში

ნიკოლოზ ბოლქვაძე არის Socialshark-ის დამფუძნებელი, რომელიც ეხმარება კომპანიებს სოციალური ქსელების მართვაში და მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბება-იმპლემენტაციაში. ძირითად დროს უთმობს თანამედროვე ონლაინ ტრენდების შესწავლას და ანალიზს, რომლის წინაშეც დღეს დგას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბიზნეს გარემო

ემერიტუს სპიკერის პირველი ღონისძიება

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სპეციალურად ემერიტუს ტრეინინგის კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა. პროექტი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს.

სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას.