ხშირად დასმული კითხვები

რა არის ემერიტუს სპიკერი?

ემერიტუს სპიკერი ეს ემერიტუსის პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს მათთვის საინტერესო სფეროდან და გაიზიარონ გამოცდილება.

ვის შეუძლია ღონისძიებებზე დასწრება?

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ Emeritus Training-ის კურსდამთავრებულებს.

რა ღირს ღონისძიებაზე დასწრება?

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

რის მიხედვით ხდება სპიკერების შერჩევა?

სარეგისტრაციო ფორმის შევსების დროს მსმენელი ირჩევს სასურველ სპიკერს. შესაბამისად, სამომავლოდ ხდება უმრავლესობის აზრის გათვალისწინება.

როგორ უნდა მოვხვდეთ ემერიტუს სპიკერზე?

ემერიტუს სპიკერზე მოხვედრა შესაძლებელია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.